2026 წლის 21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თსუ XI კორპუსის 515-ე აუდიტორიაში შედგება სადოქტორო პროგრამის ‘ბიოლოგია“ დოქტორანტის ნინო მაისურაძის სადისერტაციო ნაშრომის „დოქსორუბიცინით დატვირთული მაგნიტური ნანონაწილაკების ეპიგენეტიკურ-იმუნომოდულაციური და ნანოთერაპიული პოტენციალის შესწავლა კიბოს დამიზნებითი თერაპიის განვითარებისთვის“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ნუნუ მიცკევიჩი- თსუ ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი;
შალვა კეკუტია- ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვ.ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის გამგე.